გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება

 

 
თანამშრომლები:


1. რამინ გობეჯიშვილი - განყოფილების გამგე

2. ემილ წერეთელი - უფროსი მეცნიერი

3. ნანა ბოლაშვილი - უფროსი მეცნიერი

4. კუკური წიქარიშვილი - უფროსი მეცნიერი 

5. გიორგი დვალაშვილი - უფროსი მეცნიერი

6. მერაბ გონგაძე - უფროსი მეცნიერი

7. ლევან ტიელიძე - მეცნიერი

8. გიორგი გაფრინდაშვილი - მეცნიერი

9. ლაშა ასანიძე - მეცნიერი

10. მარიამ ციცაგი - მეცნიერი

11. ლელა გადრანი - მეცნიერი

12. გიორგი გელაძე - მეცნიერი

13. გიორგი ლაცაბიძე - ლაბორანტი

14. რომან კუმლაძე - ლაბორანტი 

15. ელისაბედ ავალიანი - ლაბორანტი

16. ვლადიმერ გონგაძე - ლაბორანტი           



                

გეომორფოლოგიის განყოფილება
                                        
ვახუშტი ბარგატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტში გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილება 1953 წელს შეიქმნა. 1956-1980 წწ. (1992-2006) გეომორფოლოგიის განყოფილებად, 1980-1992 წწ. გეომორფოლოგიის და პალეოგეოგრაფიის განყოფილებად, 2006 წლიდან კი გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილებად იწოდება. 
სხადასხვა წლებში გეომორფოლოგიის განყოფილებაში შეიქმნა: გლაცილოგიური, კარსტოლოგია-სპელეოლოგიური და ეგზოგენური პროცესების ჯგუფები, შემდეგში დამოუკიდებელი სტრუქტურული ერთეულები. დღეს ისინი ისევ განყოფილებაში გაერთიანდნენ. 
დღევანდელი გეომორფოლოგია-გეოეკოლოგიის განყოფილებაში შედის გლაციოლოგიური ჯგუფი, კარსტოლოგია-სპელეოლოგიის ჯგუფი, კახეთის გეოდინამიკური პროცესების კვლევის სასწავლო სამეცნიერო ცენტრი.
სხვადასხვა დროს განყოფილებას ხელმძღვანელობდნენ:
პროფ. ლ. მარუაშვილი (1956-1992), 
გეოგრაფ. მეცნ. დოქტორი დ. ტაბიძე (1992-2000),
გეოგრაფ. მეცნ. დოქტორი ი. ბონდირევი (2003-2006),
გეოგრაფიის მეცნ. კანდიდატი გ. დვალაშვილი (2006-2009)
სრული პროფესორი რ. გობეჯიშვილი (2000-2003 და 2009 წ-დან).
გეომორფოლოგიის განყოფილებაში მუშაობდნენ ცნობილი გეომორფოლოგები: დავით წერეთელი, შალვა ყიფიანი, სიმონ ნემანიშვილი, ნიკოლოზ ასტახოვი, გიორგი ჩანგაშვილი, ზურაბ ტატაშიძე, ბორის გერგედავა, კარლო ლიფონავა და სხვები.
გეომორფოლოგიის განყოფილების თანამშრომლების მიერ გამოცემულია მრავალი სამეცნიერო ნაშრომი და მონოგრაფია. მათ შორის „საქართველოს გეომორფოლოგია“-1971 წ. (რუსულ ენაზე), ნ. ასტახოვი_„საქართველოს სტრუტურული გეომორფოლოგია“-1973 წ. (რუსულ ენაზე), ს. ნემანიშვილი_„საქართველოს მდინარეული ტერასები“ ორ ტომად -1973 წ, 1982 წ, შ. ყიფიანი_„საქართველოს კარსტი” -1974 წ, ზ. ტატაშიძე_„საქართველოს მღვიმეები”, ახალი ათონის მღვიმე“ -1978 წ, საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი“ -2009 წ, გ. ჩანგაშვილი_„ღვარცოფული პროცესები შიგნით კახეთში და მათთან ბრძოლის ღონისძიებები“, რ. გობეჯიშვილი_„საქართველოს მყინვარები“ -1989 წ. (რუსულ ენაზე) და „გლაციოლოგია“-2006 წ. „მთიან ქვეყნებში რელიეფწარმომქმნელი პროცესების კვლევა სტერეოფოტოგრამეტრიული მეთოდით“-1981 წ.
კოლექტიური მონოგრაფიები: „მყინვარი თბილისა“-1986, „საქართველო ანთროპოგენში“, 1982 წელს გამოქვეყნდა ერთობლივი ნაშრომი : „საქართველოს წითელი წიგნი“ რომელიშიც შევიდა სრულიად ახალი განყოფილება –„არაორგანული ბუნების ძეგლები“ (ი. აფხაზავა, ბ. გერგედავა, თ. დავითაია, კ. ლიფონავა, ლ. მარუაშვილი, ს. ნემანიშვილი, ზ. ტინტილოზოვი, გ. ჩანგაშვილი, რ. ხაზარაძე, კ. ხარაძე და სხვ.).
„საქართველოს ღვარცოფები“_ე. წერეთელი (რუსულ ენაზე). ზ. ჯანელიძე-„საქართველოს პალეოგეოგრაფია ჰოლოცენში“-1980 წ. „კოლხეთის მღვიმეების შესწავლა“-1978 წ, განყოფილების თანამშრომლების მიერ შედგენილი და გამოცემულია: გეომორფოლოგიური, საინჟინრო გეოლოგიური, გეოეკოლოგიური და პალეოგეოგრაფიული ლექსიონები, აქტიურ მონაწილეობას იღებენ გეომორფოლოგიური და გლაციოლოგიური რუკების შედგენასა და გამოცემაში.
ინსტიტუტის გეომორფოლოგიის განყოფილების თანამშრომლებმა საქართველოში საფუძველი ჩაუყარეს რთული მღვიმეების კვლევას. რომელთა მიერ აღმოჩენილ და გამოკვლეულ იქნა ასეულობით კარსტული მღვიმე და უფსკრული, უცნობი კარსტრული რაიონები. 1961 წელს აღმოაჩინეს ხოლო მომდევნო წლებში კომპლექსურად შესწავლილი იქნა სახელგანთქმული ახალი ათონის მღვიმური სისტემა. სხვადასხვა დროს ჩატარდა კირქვული მასივების კვლევა: ხვამლი, ასხი, მიგარია, ყვირა, ოხაჩქუე. საველე მასალების დამუშავების შედეგად კი გამოიცა „საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი“ (1966) კადასტრში შევიდა იმ დროისათვის ცნობილი 310 სპელეოლოგიური ობიექტი. „ახალი ათონის მღვიმე“–ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ ენებზე (ზ. ტინტილოზოვი 1983).
   
 

ახალი გამოცემები და მონოგრაფიები:


1. მყინვარების მონიტორინგი კლიმატის ცვლილების ფონზე. ავტორები: რამინ გობეჯიშვილი, ლევან ტიელიძე, ნინო ლომიძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი. თბილისი - 2012 წ.
2. საქართველოს რელიეფი. ავტორი: რამინ გობეჯიშვილი. 2011 წ.
3. ჭიათურა. ავტორი: გიორგი დვალაშვილი. თბილისი - 2010 წ.
4. საქართველოს კარსტული მღვიმეების კადასტრი. ავტორები: ზურაბ ტატაშიძე, კუკური წიქარიშვილი, ჯუმბერ ჯიშკარიანი. თბილისი - 2009 წ.
5. წყალტუბოს მღვიმური სისტემა. ავტორები:  ზ. ტატაშიძე, კ. წიქარიშვილი, ჯ. ჯიშკარიანი, ა. ჯამრიშვილი, გ. გელაძე, გ. ლომინაძე. თბილისი - 2009 წ.
6. ჭიათურის მუნიციპალიტეტის რელიეფი და გეოეკოლოგიური მდგომარეობა. ავტორი: გიორგი დვალაშვილი. თბილისი - 2009 წ.
7. გლაციოლოგია. ავტორი: რ. გობეჯიშვილი, ვ. კოტლიაკოვი. თბილისი - 2006 წ.




ძირითადი სამეცნიერო და პრიორიტეტული მიმართულებები:

1. საქართველოს რელიეფის პლასტიკა და დინამიკა
2. კახეთის მხარეში მიმდინარე ეგზოდიმანიკური პროცესები დარელიეფის ანთროპოგენური ტრანსფორმაცია
3.კავკასიონის სამხრეთ ფერდობზე ღვარცოფული პროცესების კვლევა, რისკი და პროგნოზი
4. სამხრეთ საქართველოს მთიანეთის გეომორფოლოგიური დახასიათება და გეოდინამიკური პროცესების რისკი და შეფასება.
5. მიგარიას და წყალტუბოს (ყუმისთავის) კირქვული მასივების კარსტის და უნიკალური მღვიმური სისტემის (შურუბუმუ, კურზუ, ფოთოლცვენის, წყალტუბოს და სხვ.) გამოყენების პერსპექტივები
6. თანამედროვე მყინვარების დინამიკა და ძველი გამყინვარების რეკონსტრუქცია საქართველოში
7. მყინვარ ზოფხიტოს (ცენტრალური კავკასიონი) მონიტორინგი გლობალური დათბობის ფონზე.