კარტოგრაფიისა და GIS ლაბორატორია

 

        

    










 

 

 


 

თამარ ჭიჭინაძე, ალექსანდრე ჯავახიშვილი, გულიზა ლიპარტელიანი, ნატო სოლოღაშვილი (მარცხნიდან მარჯვნივ)

 

თანამშრომლები:

1. ალექსანდრე ჯავახიშვილი - ლაბორატორიის ხელმძღვანელი

2. დავით ქართველიშვილი - უფროსი მეცნიერი

3. გულიზა ლიპარტელიანი - უფროსი მეცნიერი

4. თამარ ჭიჭინაძე - მეცნიერი

5. ხათუნა წიკლაური - ლაბორანტი

6. მიხეილ ხაბაზიშვილი - ლაბორანტი

7. თამარ ცხაკაია - ლაბორანტი

 

ლაბორატორიის მეცნიერული კვლევის მიმართულებაა:

• გეოგრაფიული ობიექტების, მოვლენების, პროცესებისა და კულტურული მემკვიდრეობის ობიექტებზე შეასაბამისი მონაცემთა ბაზებისა და საინფორმაციო სისტემების შექმნა.
• საქართველოს და მის ცალკეული მხარეებისათვის სხვადასხვა მასშტაბისა და თემატიკის რუკების შედგენა.
• სხვადასხვა თემატიკის ატლასების, რუკებისა და ცნობარების მომზადება.

 

კარტოგრაფიის განყოფილება აქტიურად მონაწილეობდა ინსტიტუტის სამეცნიერო - კვლევით მუშაობაში. სამეცნიერო თემის,, საქართველოს რაიონების ფიზიკურ - გეოგრაფიული და ეკონომიკურ - გეოგრაფიული აღწერა "დამუშავების პროცესში შეიქმნა დასავლეთ საქართველოსა და აჭარის სხვადასხვა მასშტაბის 72 სპეციალური რუკა. ამავე პერიოდში მომზადდა საქართველოს კლიმატური, ფიზიკური, ეკონომიკურ - გეოგრაფიული, გეომორფოლოგიური და სხვა სახის თემათური რუკები. გამოიცა კარტოგრაფიის სახელმძღვანელო ქართულ ენაზე (ს. ცხაკაია). 1945-1949 წლებში შესწავლილ იქნა ვახუშტი ბაგრატიონის კარტოგრაფიული მემკვიდრეობა (ალ. ჯავახიშვილი, ს. ცხაკაია, ი. მათურელი, ლ. მარუაშვილი). ამავე წლებში ალ. ჯავახიშვილისა და ს. ცხაკაიას ხელმძღვანელობით დიდი მუშაობა ჩატარდა საქართველოს კომპლექსურ - გეოგრაფიული ატლასის შესაქმნელად. რესპუბლიკის მთელი ტერიტორიისათვის შეიქმნა მრავალი სპეციალური შინაარსის რუკა (ალ. ჯავახიშვილი, ს. ცხაკაია, ი. მათურელი, ი. პავლიაშვილი და სხვ.), შედგა და გამოიცა საქართველოს სსრ ფიზიკური რუკა 1: 1000000 მასშტაბში რუსულ და ქართულ ენებზე (1958).

 

1949-1955 წლებში ჩატარდა გამოკვლევები რელიეფის კარტოგრაფიული გენერალიზაციის თეორიაში; დამუშავდა ბლოკდიაგრამების აგების ახალი მეთოდიკა, თემატური კარტოგრაფიის ზოგადი მეთოდოლოგია, კარტოგრაფიული თვალსაზრისით შესწავლილ იქნა XVI საუკუნის ისტორიული მასალა, რითაც დადგინდა ტერიტორიული მოცულობა, მოსახლეობის განლაგების თავისებურებანი, ჩატარდა რეტროსპექტული კარტოგრაფირება (ა. ასლანიკაშვილი). გამოქვეყნდა მონოგრაფია,, ქართული კარტოგრაფიიის მასალები "(ი. მათურელი).

 

ალ. ჯავახიშვილის უშუალო მონაწილეობითა და ხელმძღვანელობით შესრულდა მეცნიერული და პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე შრომა - რელიეფის ტიპებისა და ფორმების კლასიფიკაციის შესახებ 1:200 000 მასშტაბის საქართველოს გეომორფოლოგიური რუკის ლეგენდისათვის. ამ შრომაზე დაყრდნობით 1957 წელს გეოგრაფიის ინსტიტუტმა, უნივერსიტეტის გეომორფოლოგიის კათედრის თანამშრომელთა მონაწილეობით, დაიწყო საქართველოს 1:200000 მასშტაბის გეომორფოლოგიური რუკის შედგენა.

 

60 - იანი წლებიდან განყოფილების მეცნიერული კვლევის მიმართულებებია: მთიანი ქვეყნების სოციალურ - ეკონომიკური მოვლენების კარტოგრაფირების მეთოდების დამუშავება; მთიანი ქვეყნების ზოგადგეოგრაფიული და თემატური რუკების შედგა; დარგობრივი და კომპლექსურ - გეოგრაფიული ატლასების დაპროექტება, შედგენა, რედაქტირება; კარტოგრაფიული მეცნიერების ზოგადთეორიული საკითხების დამუშავება. კარტოგრაფიული მეცნიერების ზოგად თეორიებს მიეძღვნა ა. ასლანიკაშვილის მონოგრაფიები: "კარტოგრაფია, ზოგადი თეორიის საკითხები" და,, მეტაკარტოგრაფია "(1968, 1974). დამუშავდა მთიანი ქვეყნების მოსახლეობის, ეკონომიკის კარტოგრაფირების ახალი მეთოდიკა. 2004 წელს გამოიცა ცნობარი" საქართველოს ტერიტორია და დასახლებული პუნქტები (ჯ. კეკელია, თ. ცხაკაია, მ. ხაბაზიშვილი).

 

განყოფილების თანამშრომელთა მონაწილეობით შეიქმნა:,, საქართველოს სსრ ატლასი "(1964), კუბის ეროვნული ატლასი (1970), კავკასიის ტურისტული ატლასი (1989)," საქართველოს სასწავლო - გეოგრაფიული ატლასი "(1992)," ვახუშტი ბაგრატიონის ატლასი "(1997). საქართველოს ი. კონიაშვილის სახ. კურორტოლოგიისა და ფიზიოთერაპიის ინსტიტუტთან ერთად მომზადდა და გამოიცა "საქართველოს სსრ კურორტები და საკურორტო რესურსები" (1989). 2007-2009 წლებში განყოფილების თანამშრომელთა მონაწილეობით, მომზადდა საქართველოს ნაციონალური ატლასი.

 

კარტოგრაფიის განყოფილებას სხვადასხვა დროს ხელმძღვანელობდნენ: 1957 წლამდე ს. ცხაკაია; 1957-1981 წლებში გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი (1971 წ.), ა. ასლანიკაშვილი; 1981-1989 წლებში გეოგრაფიის მეცნიერებათა კანდიდატი, დოცენტი რ. ჩეკურიშვილი; 1989 - 1996 წლებში ი. ქართველიშვილი. 1996-2006 წლებში გეოგრაფიის მეცნიერებათა დოქტორი, ჯ. კეკელია; 2006-2009 წლებში კარტოგრაფიის სტრუქტურული ერთეული, გეოგრაფიული საინფორმაციო სისტემების (გსს) ჯგუფის სახით, შედიოდა გეომორფოლოგი - გეოეკოლოგიისა და კარტოგრაფია - გეოინფორმატიკის განყოფილებაში. 2009 წელს ჩამოყალიბდა კარტოგრაფიისა და გეოინფორმატიკის ლაბორატორია. 2006-2012 წლამდე სტრუქტურულ ერთეულს ხელმძღვანელიაობდა გეოგრაფიის აკადემიური დოქტორი ალექსანდრე ჯავახიშვილი.