საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია - "გარემო და გლობალური დათბობა"

 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი
                      
საინფორმაციო წერილი # 1
ძვირფასო კოლეგებო,
გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენციაზე `გარემო და გლობალური დათბობა~, რომელიც ჩატარდება 15-17 სექტემბერს ქ. თბილისში, საქართველო. კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი გეოგრაფის, კლიმატოლოგისა და აგრომეტეოროლოგის, აკადემიკოს თეოფანე დავითაიას დაბადებიდან 100 წლისთავს.
კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები (სტატიები) გამოიცემა ცალკე კრებულად, სამეცნიერო შრომების სახით.
კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2011 წლის 1 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ სტატიის რეზიუმე შემდეგ მისამართზე: ინფო@გეოგრაპჰყ.გე
    კონფერენციის ბოლო დღეს გათვალისწინებულია ექსკურსია. 
 
რეზიუმეს გასაფორმებლად საჭირო მოთხოვნები
სტატიის სათაური: შრიფტი _12, მუქი;
ავტორის ან ავტორთა გვარი, ინიციალები, ორგანიზაციის დასახელება, ელ. ფოსტის მისამართი: შრიფტი _10, დახრილი;
ტექსტი Mიცროსოფტ ჭორდ-ში, შრიფტი ქართული ტექსტისთვის _ AცადNუსხ და ინგლისური ტექსტისთვის _  თიმეს Nეწ ღომან, ზომა- 11;
სტრიქონებს შორის ინტერვალი 1, აბზაცი _1 სმ
რეზიუმე არაუმეტეს 150 სიტყვისა, 4-6 საკვანძო სიტყვა.
კონფერენციის თემატიკა:
კლიმატოლოგია
გლაციოლოგია
ჰიდროლოგია
გეომორფოლოგია
ისტორიული გეოგრაფია
მეურნეობა, მოსახლეობა
გეოლოგია
ჰიდროგეოლოგია
გეოფიზიკა
სოფლის მეურნეობა
ეკოლოგია
   მნიშვნელოვანი თარიღები:
რეზიუმეს მიღება: 1 დეკემბრიდან,
რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 მარტი
მეორე საინფორმაციო წერილი: 10 მარტი 
სრული სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადა:  1 მაისი
სტატია წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული სახით (ელ. ფოსტით) ინგლისურ ენაზე.
მისამართი:  ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი, 
            მერაბ ალექსიძის ქ. № 1/8,
            0193, თბილისი, საქართველო 
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის 
საკონტაქტო ტელეფონებია: (+99532) 33-14-18, 33-14-17 
                    ფაქსი: (+99532) 33-14-17
ელ. ფოსტა: ინფო@გეოგრაპჰყ.გე 
საკონტაქტო პირი: ნინო ჩიხრაძე
აკადემიკოს თეოფანე დავითაიას  სამეცნიერო 
მოღვაწეობის შესახებ
აკადემიკოსი თეოფანე ფარნას ძე დავითაია (1911-1979) საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერი კლიმატოლოგი და აგრომეტეოროლოგი, იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1972-1979), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე, სსრ კავშირის მთავარი ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი. ჟურნალის `მეტეოროლოგია და ჰიდროლოგია~ მთავარი რედაქტორი. მას დიდი წვლილი მიუძღვის `საქართველოს ატლასის~ შექმნაში. მისი მონაწილეობით და რედაქტორობით შეიქმნა `კუბის ეროვნული ატლასი~. დიდი წვლილი მიუძღვის კუბის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებაში.
მრავალმხრივი იყო თ. დავითაიას კვლევის სფერო: ზოგადი და სასოფლო-სამეურნეო კლიმატოლოგია, აგრომეტეოროლოგია, სოფლის მეურნეობის გეოგრაფია, ბუნების დაცვისა და გარდაქმნის პრობლემები, დიდი წვლილი მიუძღვის კლიმატისა და ამინდის არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლის მეთოდების თეორიულ დასაბუთებაში, დაამუშავა აგროკლიმატური დარაიონებისა და კლიმატის სასოფლო სამეურნეო შეფასების მეთოდები, შექმნა კლიმატის საწარმოო შეფასების ახალი მეცნიერული მიმართულება, დაადგინა თანამედროვე ცივილიზაციის ზეგავლენით ბუნებაში თავისუფალი ჟანგბადის სისტემური კლების აქამდე უცნობი მოვლენა. 
თ. დავითაია არჩეული იყო უცხოეთის მრავალი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების წევრად. კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (აშშ, ბელგია, ბრაზილია, ბულგარეთი, იაპონია, ინგლისი, ინდოეთი, ირლანდია, კანადა, კუბა, მექსიკა, ნიგერია, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვეცია, შვეიცარია, ჩეხოსლოვაკია, ჩინეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, პორტუგალია და სხვ.). ხანგრძლივ მივლინებებში იყო ჩინეთსა და კუბაში, სადაც მის მიერ არაერთი წიგნი გამოიცა ესპანურ და ჩინურ ენებზე.
თ. დავითაია დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით: კუბის მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედლით, მეორე მსოფლიო ომის `საპატიო ნიშნითა~ და მედლებით; იყო ორგზის სახელმწიფო და ორგზის ა. ვოეიკოვის სახელობის პრემიების ლაურეატი.
პატივისცემით,
კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი
 

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი

                      

საინფორმაციო წერილი # 1

 

ძვირფასო კოლეგებო,

გვაქვს პატივი, მოგიწვიოთ საერთაშორისო  სამეცნიერო კონფერენციაზე "გარემო და გლობალური დათბობა", რომელიც ჩატარდება 15-17 სექტემბერს ქ. თბილისში.

 

კონფერენცია ეძღვნება გამოჩენილი გეოგრაფის, კლიმატოლოგისა და აგრომეტეოროლოგის, აკადემიკოს თეოფანე დავითაიას დაბადებიდან 100 წლისთავს. კონფერენციაზე წარმოდგენილი მოხსენებები (სტატიები) გამოიცემა ცალკე კრებულად, სამეცნიერო შრომების სახით. კონფერენციაში მონაწილეობის მსურველებმა 2011 წლის 1 მარტამდე უნდა გამოაგზავნონ სტატიის რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@geography.ge

კონფერენციის ბოლო დღეს გათვალისწინებულია ექსკურსია. 

რეზიუმეს გასაფორმებლად საჭირო მოთხოვნები.

სტატიის სათაური: შრიფტი 12, მუქი;

ავტორის ან ავტორთა გვარი, ინიციალები, ორგანიზაციის დასახელება, ელ. ფოსტის მისამართი: შრიფტი 10, დახრილი;

ტექსტი MS Word-ში, შრიფტი ქართული ტექსტისთვის AcadNusx და ინგლისური ტექსტისთვის  Times New Roman, ზომა - 11;

სტრიქონებს შორის ინტერვალი 1, აბზაცი 1 სმ

რეზიუმე არაუმეტეს 150 სიტყვისა, 4-6 საკვანძო სიტყვა.

 

კონფერენციის თემატიკა:

კლიმატოლოგია

გლაციოლოგია

ჰიდროლოგია

გეომორფოლოგია

კარტოგრაფია

ისტორიული გეოგრაფია

მეურნეობა, მოსახლეობა

გეოლოგია

ჰიდროგეოლოგია

გეოფიზიკა

სოფლის მეურნეობა

ეკოლოგია

 

მნიშვნელოვანი თარიღები:

რეზიუმეს მიღება: 1 დეკემბრიდან,

რეზიუმეს წარმოდგენის ბოლო ვადა: 1 მარტი

მეორე საინფორმაციო წერილი: 10 მარტი 

სრული სტატიის წარმოდგენის ბოლო ვადა:  1 მაისი

სტატია წარმოდგენილი უნდა იქნეს ელექტრონული სახით (ელ. ფოსტით).

მისამართი:  ვახუშტი ბაგრატიონის გეოგრაფიის ინსტიტუტი,

მერაბ ალექსიძის ქ. № 1/8,

0193, თბილისი, საქართველო 

კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტის 

საკონტაქტო ტელეფონებია: (+99532) 33-14-18, 33-14-17 

ფაქსი: (+99532) 33-14-17

ელ. ფოსტა: info@geography.ge 

საკონტაქტო პირი: ნინო ჩიხრაძე

 

აკადემიკოს თეოფანე დავითაიას  სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ:

აკადემიკოსი თეოფანე ფარნას ძე დავითაია (1911-1979) საყოველთაოდ აღიარებული მეცნიერი კლიმატოლოგი და აგრომეტეოროლოგი, იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის ვიცე-პრეზიდენტი (1972-1979), საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდიუმის წევრი და დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა განყოფილების თავმჯდომარე, სსრ კავშირის მთავარი ჰიდრომეტეოროლოგიური სამსახურის უფროსის მოადგილე, საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების პრეზიდენტი, ვახუშტის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი. ჟურნალის `მეტეოროლოგია და ჰიდროლოგია` მთავარი რედაქტორი. მას დიდი წვლილი მიუძღვის `საქართველოს ატლასის~ შექმნაში. მისი მონაწილეობით და რედაქტორობით შეიქმნა `კუბის ეროვნული ატლასი`. დიდი წვლილი მიუძღვის კუბის მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის დაარსებაში.

 

მრავალმხრივი იყო თ. დავითაიას კვლევის სფერო: ზოგადი და სასოფლო-სამეურნეო კლიმატოლოგია, აგრომეტეოროლოგია, სოფლის მეურნეობის გეოგრაფია, ბუნების დაცვისა და გარდაქმნის პრობლემები, დიდი წვლილი მიუძღვის კლიმატისა და ამინდის არახელსაყრელ პირობებთან ბრძოლის მეთოდების თეორიულ დასაბუთებაში, დაამუშავა აგროკლიმატური დარაიონებისა და კლიმატის სასოფლო სამეურნეო შეფასების მეთოდები, შექმნა კლიმატის საწარმოო შეფასების ახალი მეცნიერული მიმართულება, დაადგინა თანამედროვე ცივილიზაციის ზეგავლენით ბუნებაში თავისუფალი ჟანგბადის სისტემური კლების აქამდე უცნობი მოვლენა.

 

თ. დავითაია არჩეული იყო უცხოეთის მრავალი ქვეყნის სამეცნიერო საზოგადოების წევრად. კითხულობდა ლექციებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში (აშშ, ბელგია, ბრაზილია, ბულგარეთი, იაპონია, ინგლისი, ინდოეთი, ირლანდია, კანადა, კუბა, მექსიკა, ნიგერია, პოლონეთი, რუმინეთი, საბერძნეთი, საფრანგეთი, შვეცია, შვეიცარია, ჩეხოსლოვაკია, ჩინეთი, ახალი ზელანდია, ავსტრალია, პორტუგალია და სხვ.). ხანგრძლივ მივლინებებში იყო ჩინეთსა და კუბაში, სადაც მის მიერ არაერთი წიგნი გამოიცა ესპანურ და ჩინურ ენებზე.

 

თ. დავითაია დაჯილდოებული იყო სხვადასხვა ორდენებითა და მედლებით: კუბის მეცნიერებათა აკადემიის ოქროს მედლით, მეორე მსოფლიო ომის `საპატიო ნიშნითა` და მედლებით; იყო ორგზის სახელმწიფო და ორგზის ა. ვოეიკოვის სახელობის პრემიების ლაურეატი.