გლაციოლოგიური კვლევების განვითარება საქართველოში დისტანციური ზონდირების მეთოდის გამოყენებით

 

დამფინანსებელი ორგანიზაცია: შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი

მოქმდების პერიოდი: 2014-2015 წწ.

ხელმძღვანელი: ლევან ტიელიძე

 

საქართველოში მყინვარების კვლევების თანამედროვე დონეზე წარმოებისათვის საჭიროა უახლესი მეთოდების დაუფლება და მათი ჩვენ ქვეყანაში დანერგვა. მიუხედავარ იმისა, რომ xx საუკუნეში საქართველოში მყინვარების კვლევის საკმაო გამოცდილება დაგროვდა აქამდე არ მომხდარა დისტანციური ზონდირების მეთოდის გამოყენება. აღნიშნული მეთოდი არის იდეალური საშუალება მყინვარების ყოველწლიური მონიტორინგის, მათი რაოდენობის, ექსპოზიციის, ზღვის დონიდან სიმაღლის, მორფოლოგიური ტიპების და თანამედროვე კლიმატის ცვლილების განვითარების დადგენის საქმეში. ამდენად პროექტის ერთერთი უნიკალობაც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ ზემოთაღნიშნული ყველა სამუშაო შესრულებული იქნება წარდგენილი გრანტის ფარგლებში.

დისტანციური ზონდირების მეთოდის გამოყენება საქართველოს მყინვარების თანამედროვე კვლევებში უფრო მეტად მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ დროებით ოკუპირებულ ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონში ექსპედიციების ჩატარება ჩვენთვის ჯერჯერობით შეუძლებელია, ამიტომ ამ ტერიტორიზე არსებული მყინვარების ზემოთ ჩამოთვლილი პარამეტრების განსაზღვრა და ყველა საჭირო ინფორმაციის მოპოვება მოხდება სწორედ ამ მეთოდის გამოყენებით. ცდომილების მინიმალურ დონემდე დაყვანის გამო ყველაზე ბოლოს მოხდება ამ ტერიტორიის მყინვარების შედარება კავკასიონის სხვა ანალოგიური მორფოლოგიური ტიპის მყინვარებთან და ექსტრაპოლაციის მეშვეობით მოხდება კვლევის დროს მანამდე მიღებული ინფორმაციის დაზუსტება.

აღნიშნული კვლევის მეთოდით მიღებული მნაცემები შესაძლოა მომავალში გამოყენებულ იქნას სამოდელო ვარიანტად საქართველოში მყინვარების რაოდენობის დადგენის, მორფოლოგიური ტიპების განსაზღვრის, მყინვარების დინამიკაზე დაკვირვების, გამყინვარების ევოლუციის დადგენის და სხვა გლაციოლოგიური მონაცემების განსაზღვრის საქმეში.